LiteratureMuseum.ge

ავანგარდული ალმანახის - "ფანტასტიკური დუქანი" რეპრინტის პრეზენტაცია



22 სექტემბერს, 18:00 საათზე
ლიტერატურის მუზუმის ეზოში, კაფეში "ფანტასტიკური დუქანი" გაიმართება "ფანტასტიკური დუქანი, სოფია გეორგიევნა მელნიკოვას"- 1919 წელს გამოცემული თბილისური ავაგარდის უმნიშვნელვანესი ალმანახის რეპრინტის პრეზენტაცია. 

ქართულ-რუსულ-სომხური ალმანახი ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტევმა თბილისის მინიატიურების თეატრის მსახიობს - სოფია მელნიკოვას მიუძღვნეს, რომელიც 1917-1919 წლებში კაფეში "ფანტასტიკური დუქანი" კითხულობდა ავანგარდისტების ლექსებს. 
კაფე გაიხსნა 1917 წელს იური დეგენისა და სანდრო კორონას ინიციატივით; მოხატეს ლადო გუდიაშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ, ილია ზდანევიჩმა, იური დეგენმა, სერ გეიმ, პეტრაკოვსკიმ; ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტევმა დააარსეს ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი, სადაც წაიკითხეს 200 ლექცია ზაუმური პოეზიის შესახებ; კაფეს ხშირად სტუმრობდნენ ცისფერყანწელები.

გამოცემაში შესულია ნინა ვასილიევას, ტატიანა ვეჩორკას, ილია ზდანევიჩის, ყარა-დარვიშის, ალექსეი კრუჩონიხის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, იგორ ტერენტევის, ალექსანდრ ჩაჩიკოვის, ნიკოლაი ჩერნიავსკის, გრიგორი შაიკევიჩისა და პაოლო იაშვილის ლექსები.

ალმანახი ილუსტრირებულია სიგიზმუნდ ვალიშევსკის, ალექსანდრ ბაჟბეუქ-მელიქოვის, ნატალია გონჩაროვას, ლადო გუდიაშვილის, ილია და კირილ ზდანევიჩების, მიხაილ კალაშნიკოვისა და იგორ ტერენტევის ნახატებით.