LiteratureMuseum.ge

ცნობილი მხატვრის ვიტალი კომარის მოხსენება "კომარი და მელამიდი"



ვიტალი კომარი წაიკითხავს მოხსენებას სოც არტზე და 80-90 წლების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნებაზე. 

მოხსენების შემდეგ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების საზოგადოების" მიერ ჩატარდება შემოწირულობის საღამო ლიტერატურის მუზეუმში მწერალთა და ხელოვანთათვის რეზიდენციის შესაქმნელად.

საღამოს გახსნიან რეზო კიკნაძე (საქსაფონი) და სოსო გელოვანი (ელექტრონული ბასი). 

ვიტალი კომარი 1943 წელს მოსკოვში დაიბადა. 1967 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვში დაამთავრა სტროგანოვის სამხატვრო სკოლა. 1970 წელს, ალექს მელამიდთან ერთად, სოც-არტ-ის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. ესაა კონცეპტუალური პოპ არტი, რომელიც საბჭოთა პროპაგადისტულ ხელოვნებას იყენებს.

1972 წლიდან მათ სოც-არტის და კონცეპტუალური ეკლექტიზმის შეჯერება დაიწყეს.

1974 წელს ვიტალი კომარი მონაწილეობადა სკანდალურად ცნობილ არტ შოუში „ბულდოზერი", სადაც მისი და სხვა არტისტების ნამუშევრები მთავრობის წარმომადგენლება გაანადგურეს. ამას შემდეგ ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. 1982 წელს კომარიმ ,,არტისტების ნაციონალური ხელშეწყობის" (National Endowment for the Arts ) პრემია მიიღო. 

2003 წლამდე ის ალეხ მელამიდთან ერთად მუშაობდა; 1975-76 წლებში ,,ფლუქსუს"-ის წევრ შარლოტა მურმანთან ( Fluxus / Charlotte Moorman (1975-1976), 1979 წელს ენდი ვორჰოლთან, 1994 წელს სპილოსთან, სახელად რენე (Renee ), 1998 წელს შიმპანზე მიკისთან (Mikki), ასევე მუშაობდა თაგვებთან და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებთან.
----------
გამორჩეული გამოფენები:
1985-1986 - Fruitmarket Gallery, ედინბურგი. Museum of Modern Art, ოქსფორდი. Musee des Arts Decoratifs, პარიზი
1986 - „უახლესი მონაპოვარი“ / Recent Acquisitions , Museum of Modern Art, ნიუ-იორკი
1987 - მონაპოვარი“ / Recent Acquisitions , Metropolitan Museum of Art , ნიუ-იორკი
1987 - Dokumenta 8, კასელი
1997 - Venice Biennale, ვენა
1999 - Venice Biennale, ვენა
2007 - Moscow Biennale, მოსკოვი
2009 - Ronald Feldman gallery, ნიუ-იორკი