LiteratureMuseum.ge

თბილისის პირველი ტრიენალე - Offside Effect


ერთსახოვნების მსგავს ფორმებთან დაპირისპირებისა და კვლევის მოქნილი სახეობებით ჩასანაცვლებლად თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა იდიოსინკრეზული, ფართოდ გაშლილი პლატფორმის ორგანიზება: თბილისის პირველი ტრიენალე, რომელიც ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნების პრაქტიკაზე, არამედ სახელოვნებო განათლებასა და მასთან დაკავშირებულ კვლევის ფორმებზე. თბილისის პირველი ტრიენალე – Offside Effect (თამაშგარე ეფექტი) 2012 წლის 19 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
Offside Effect (თამაშგარე ეფექტი): თამაშგარე ეფექტის ცნება შეიძლება სხვადასხვა მეტაფორულ ჭრილში გავიგოთ. მაგალითად, მხატვრული აზროვნების შემთხვევაში, როგორც ცოდნის პროდუქციის ფორმალური ჩარჩოების რღვევა. აგნოსტიკურ ჭრილში კი შესაძლოა ის განვიხილოთ, როგორც ლაბორატორიულ განათლებაზე დაფუძნებული ჰეტეროგენული ფორმა, რომელიც არღვევს ჰომოგენიზაციის პროცესს. თბილისის ტრიენალე – Offside Effect-ის ძირითადი ამოცანაა სხვადასხვა სახის აქტივობების ფორმით მრავალფეროვანი პრაქტიკა ასახოს და წამოადგინოს. მაგალითად, ეკონომიკური, მეთოდოლოგიური და სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია მხატვრული აზროვნების ექსპერიმენტულ სფეროსთან.

თბილისის პირველი ტრიენალე მოიცავს მრავალფეროვან კურატორულ მეთოდებსა და მიდგომებს. ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ღონისძიებები:
პირველი: ცნობილი არტისტები, რომელთა შემოქმედებით პრაქტიკაში ასახულია ხელოვნების აკადემიასთან და სახელოვნებო განათლებათან დაკავშირებული თემატიკა, წარმოადგენს თავის პრაქტიკას:
არტისტები: ჰიტო შტეიერლი, სტეფან დილემუთი, ანტონ ვიდოკლე, მარიონ ფონ ოსტენი, რაინერ განალი.
მეორე: თორმეტი ექსპერიმენტური, დამოუკიდებელი ვიზუალური ხელოვნების საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - Maumaus (ლისაბონი, პორტუგალია), ISA (ჰავანა, კუბა), Staedelschule (ფრანკფურტი, გერმანია), Finnish Academy of Fine Arts (ჰელსინკი, ფინეთი), MaHKU (უტრეხტი, ჰოლანდია), Mildred’s Lane (პენსილვანია, აშშ.), F+F (ციურიხი, შვეიცარია), AICA (ერევანი, სომხეთი), KHAS (სტამბული, თურქეთი), Addis Contemporary (ადის აბება, ეთიოპია), Kaywon College (სეული, სამხრეთ კორეა) and CCA-Tbilisi IMP (თბილისი, საქართველო) — წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების, სახელოვნებო განათლებისა და კვლევის მათთვის დამახასიათებელ ხედვას. „აკადემია როგორც გამოფენა“ Offside Effect–ის ძირითადი კურატორული პოზიციაა.

თბილისის პირველი ტრიენალე ასევე მოიცავს სახელოვნებო განათლების თემასთან დაკავშირებულ სიმპოზიუმს, რომელიც გაიმართება ღონისძიების გახსნის პირველ კვირას. სიპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე ინდივიდები და ინსტიტუციები:
რენე ფრანცისკო, ნიკოლაუს ჰირში, ლუკრეცია ციპიტელი, ინცი ევინერი, მარკ დიონი და მორგან პეტი, ტიონგ ანგი, იურგენ ბოკი, ანეტ კრაუსი, იანჯინ ლიი, იან კაილა, სემი ვან ინგენი, მიკ ვილსონი, გაო შიმინგი და სხვები.

გამოფენების ნახვა შეგიძლიათ 20 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, 11-იდან საღამოს 6 საათამდე. კვირის და ორშაბათის გარდა. 

გახსნა 20 ოქტომბერს, 7 საათზე.