LiteratureMuseum.ge

სასტუმრო ორიანტი / მხატვრის სახლი Hotel Orient / House of Artist


See English version below 

ლიტერატურის მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი გეპატიჟებათ გამოფენაზე „სასტუმრო ორიანტი / მხატვრის სახლი“.

გამოფენა 28.11.2014 - 18.01. 2015
შაბათს, 29 ნოემბერს, 13:00-19:00 - დისკუსია სცენოგრაფიის შესახებ

გამოფენა 1980-იან წლებში შექმნილი ქართული სუბ-კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრის, “მხატვრის სახლის“ სრულიად განსაკუთრებულ რაკურსში რეინსცენირების მცდელობაა გადაწყვეტილი ფოტოს, ფერწერასა და ინსტალაციაში, არქიტექტურულ ნახაზებსა და მაკეტებში. ექსპოზიცია ლიტერატურის მუზეუმის ორ სართულს მოიცავს და “მხატვრის სახლის”, ყოფილი სასტუმრო “ორიანტის“ მითს, ასევე მის ნამდვილ ისტორიას, მედიალურ კონტექსტში წარმოადგენს. 

გამოფენის გახსნისას, 28 ნოემბერს გაიმართება პუბლიკაციის „სასტუმრო ორიანტი / მხატვრის სახლი
HOTEL ORIENT/HAUS DER KÜNSTLER" პრეზენტაცია. პუბლიკაცია თავს უყრის ისტორიულ და საარქივო მასალებს დღეს უკვე აღარარსებულ შენობაზე, საზოგადოებისათვის ცნობილ ფაქტებს, ასევე ხელმიუწვდომელ და უცნობ დოკუმენტებს, რაც შენობის არსებობასა და ფუნქციონირებას, ასევე მის განადგურებას უკავშირდება. 

გამოფენაში მონაწილეობენ: მერაბ აბრამიშვილი, გია ბუღაძე, გია ეძგვერაძე, ილიკო ზაუტაშვილი, ქეთი კაპანაძე, კარლო კაჭარავა, ლუკა ლასარეიშვილი, კოკა რამიშვილი, გია რიგვავა, ალიმ რიჟინაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ირაკლი ფარჯიანი, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, ლია შველიძე, გურამ წიბახაშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ლევან ხარანაული, მამუკა ჯაფარიძე, კოტე ჯინჭარაძე.

გამოფენის კურატორი და წიგნის ავტორი: ირინა ქურთიშვილი, კიოლნი/თბილისი
პროექტის მხარდამჭერები: ერნსტ ფონ სიმენსის ხელოვნების ფონდი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, DVV International, გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი
მისამართი:
ლიტერატურის მუზეუმი, ჭანტურიას 8
მუზეუმი ღიაა:
სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11-დან – 18 საათამდე
გამოფენის ხანგრძლივობა:
28.11.2014 - 18.01. 2015

დისკუსია სცენოგრაფიის შესახებ:
შაბათს, 29 ნოემბერს, 13:00-19:00 - გეპატიჟებით გაერთიანებულ დისკუსიაზე ქართველ ხელოვანებსა და გერმანელ სტუმრებთან ერთად DVV ინტერნატიონალ -ის დარბაზში (ყიფშიძის ქ. 20).

დისკუსიის ანოტაცია: 

ნაწილი 1: რა არის აქტუალური გამოფენის მთავარი მიზანი და როგორ მოეწყო ექსპოზიცია? როგორ მოხდა კონკრეტული თემის პრეზენტაცია? რას სამუშაოებს მოიცავდა, რა ტექნიკური საშუალებებისა და მასალების გამოყენებაა მოხდა? ფოკუსშია აქტუალური გამოფენაზე წარმოდგენილი სივრცით-აკუსტიკური ინსტალაცია, რომელიც ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადდა და ეფუძნება მორზეს ტელეგრაფიის პრინციპს. 

ნაწილი 2: 
სცენოგრაფია სივრცის გაფორმების უნივერსალური დისციპლინაა და პრაქტიცირდება არქიტექტურაში, დიზაინში, ოპერისა და თეატრის მხატვრობაში. ტრადიციული საზღვრები დღესდღეობით თითქმის აღარ არსებობს. მედიუმი ემყარება უახლეს ტექნოლოგიებს, სადაც აქცენტი ელექტრონულ გამოსახულებაზე კეთდება. იქნება ეს ვოდეო-ინსტალაცია თუ ვიზუალური დიაპროექცია. დარგი პირდაპირ კავშირშია მას-მედიასთან, რაც მასშტაბური ინსტალაციების, ვიზუალური დიაპროექციებისა და ოპტიკური სკულპტურების შექმნაში გამოიხატება. 



28.11.2014 - 18.01. 2015
Exhibition "Hotel Orient / House of Artist" is an attempt to present the most important center for Georgian sub-culture from different angel via photo, painting, installation, architectural scratches and models. The exhibition will be presented on two floors of Literature Museum.

On 28th of November during opening of the exhibition will be presented the publication HOTEL ORIENT/HAUS DER KÜNSTLER 

Artists: Merab Abramishvili, Gia Bughadze, Gia Edzgveradze, Iliko Zautashvili, Keti Kapanadze, Karlo Kacharava, Luka Lasareishvili, Koka ramishvili, Gia Rigvava, Alim Ridjinashvili, Oleg Timchenko, Irakli Farjiani, Mamuka Tsetskhladze, Niko Tsetskhladze, Lia Shvelidze, Guram Tsibakhashvli, Levan Tchoghoshvili, Levan Kharanauli, Mamuka Jafaridze, Kote Jincharadze. 

Curator and author of the book: Irina Kurtishvili
Project is supported by: Ernst von Siemens Kunststiftung, Goethe Institut in Georgia, Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature. 
Address: Giorgi Tchanturia St. 8
Museum works every day during 11:00-18:00, except Sunday and Monday.