LiteratureMuseum.ge

ფარსადან მინაშვილის გამოფენა


ფარსადან მინაშვილი დაიბადა ვანის რაონის სოფელ შუამთაში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1962 წელს, მუშაობდა არქიტექტურის მონუმენტალურ ფერწერისა და გრაფიკის დარგებში. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მხატვრის ნაშრომები დაცულია გლინკის სახელობის მუზეუმში, ბორის პასტერნაკისა და აკუჯავას მუზეუმებში.