LiteratureMuseum.ge

გამოფენა "კარიკატურები და შარჟები ქართველ მწერლებზე"



გამოფენის პარალელურად, მოეწყობა წიგნის "ფუნაგორიების" პრეზენტაცია. 


წიგნში თავმოყრილია ცნობილი მწერლების გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, გრიგოლ აბაშიძის, ნიკა აგიაშვილის და სხვათა ერთმანეთზე დაწერილი ფუნაგორიები, ანუ ავსიტყვაობა, ასევე გალაკტიონ ტაბიძის, ირაკლი გამრეკელის, გიგლა ფარცხალავას, თენგიზ გოგოლაძის და სხვათა შარჟები.


"ამ ლეონიძე გოგლამა
ხაში სჭამოს და ბოღლამა,
ხაში სჭამოს და გალექსოს
ლიტმუზეუმის პროგრამა"


კრებული შედგენილია ლადო ასათიანის, ნიკა აგიაშვილისა და კარლო კალაძის მიერ, მაგრამ პირველად ახლა გამოიცა ლიტერატურის მუზეუმის მიერ.

გამოფენა გაგრძელდება 2 კვირას - 9 აპრილამდე.